weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რომამ“ კარი გაიჯახუნა, ფინალში „ლივერპული“ ითამაშებს

10:58 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის დაპირისპირება საინტერესოდ დასრულდა. წინა კვირას ლივერპულში დამარცხებულმა (2:5) „რომამ“ საკუთარ „სტადიო ოლიმპიკოზე“ ბოლომდე იბრძოლა, მატჩიც მოიგო, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით ფინალში „ლივერპული“ ითამაშებს.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა - სადიო მანე საჯარიმოში შეიჭრა და ცაციით ალისონს აუღებელი დაურტყა, თუმცა მასპინძლებს გაუმართლათ და მალევე გაათანაბრეს, როდესაც „ლივერპულის“ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ ეპიზოდი ჯეიმს მილნერის ავტოგოლით დასრულდა. სტუმარი მერსისაიდელები პირველივე ტაიმში კვლავ წინ გავიდნენ - იურგენ კლოპის გუნდი ჯორჯინიო ვეინალდუმმა კიდევ ერთხელ დააწინაურა.

მეორე ტაიმიდან „რომა“ შეეცადა საკუთარი მაყურებლის წინაშე არ დამარცხებულიყო და მთელი ძალებით ეკვეთა „ლივერპულის“ კარს, რამაც შედეგი 56-ე წუთზე ჯეკოს გოლით გამოიღო. ფრის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდისთვის მატჩი დარჩენილ დროში უმალ იქცა პრესტიჟის საქმედ და „რომამ“ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა - შეხვედრის ბოლო წუთებში რაჯა ნაინგოლანმა ჯერ საფირმო ძლიერი და ზუსტი დარტყმით გაისროლა საგოლედ, შემდეგ კი კომპენსირებულ წუთებზე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომლითაც ინდონეზიური წარმოშობის ბელგიელმა ნახევარცველმა დუბლი გაიფორმა, ეს იყო და ეს, „რომამ“ სასწაულის მოხდენა ვერ შეძლო. სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ სლოვენიელ არბიტრ დამირ სკომინას „ლივერპულის“ კარში მანამდეც მართებდა პენალტის დანიშვნა ასევე ხელით თამაშის გამო. ამრიგად, 26 მაისს, კიევში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ლივერპული“ შეხვდებიან.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]