მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა - სადიო მანე საჯარიმოში შეიჭრა და ცაციით ალისონს აუღებელი დაურტყა, თუმცა მასპინძლებს გაუმართლათ და მალევე გაათანაბრეს, როდესაც „ლივერპულის“ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ ეპიზოდი ჯეიმს მილნერის ავტოგოლით დასრულდა. სტუმარი მერსისაიდელები პირველივე ტაიმში კვლავ წინ გავიდნენ - იურგენ კლოპის გუნდი ჯორჯინიო ვეინალდუმმა კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მეორე ტაიმიდან „რომა“ შეეცადა საკუთარი მაყურებლის წინაშე არ დამარცხებულიყო და მთელი ძალებით ეკვეთა „ლივერპულის“ კარს, რამაც შედეგი 56-ე წუთზე ჯეკოს გოლით გამოიღო. ფრის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდისთვის მატჩი დარჩენილ დროში უმალ იქცა პრესტიჟის საქმედ და „რომამ“ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა - შეხვედრის ბოლო წუთებში რაჯა ნაინგოლანმა ჯერ საფირმო ძლიერი და ზუსტი დარტყმით გაისროლა საგოლედ, შემდეგ კი კომპენსირებულ წუთებზე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომლითაც ინდონეზიური წარმოშობის ბელგიელმა ნახევარცველმა დუბლი გაიფორმა, ეს იყო და ეს, „რომამ“ სასწაულის მოხდენა ვერ შეძლო. სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ სლოვენიელ არბიტრ დამირ სკომინას „ლივერპულის“ კარში მანამდეც მართებდა პენალტის დანიშვნა ასევე ხელით თამაშის გამო. ამრიგად, 26 მაისს, კიევში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ლივერპული“ შეხვდებიან.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა