ევროპირველობის მესამე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ევროკონკურენციაში ხუთი ქართველი მოჭიდავე ჩაება და სამი მათგანი პოდიუმზე ავიდა.
67 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა - ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა ფინალში რუს არტემ სურკოვთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) და იური ლომაძემ (72 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ჩხარტიშვილმა რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ეტიენ კინზინგერს აჯობა, ხოლო ლომაძემ – მოლდოველ დანიელ კატარაგას.
აქვე შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ევროპის ჩემპიონობა რობერტ კობლიაშვილმა მოიპოვა. ნუგზარ წურწუმია და იაკობ ქაჯაია კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.