მოსკოველ რკინიგზელთა კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივართა ხმების 40.7% დააგროვა. გამოკითხვაში მეორე ადგილზე მეკარე გილერმე (24.7%) გავიდა, მესამე კი ნახევარმცველი ანტონ მირანჩუკია (21.4%).
აპრილში სოლომონ კვერკველიამ ოთხ მატჩში ითამაშა, აქედან სამ შეხვედრაში იური სიომინმა კარი მშრალად შეინახა, რაც გუნდის დაცვის ქართველი ბურჯის დამსახურებაცაა.