weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში „მსოფლიო რბენის“ გამარჯვებულები ალექსანდრ ჩებურკინი და ნინა ზარინა გახდნენ

23:31 კვირა, 06 მაისი 2018

გლობალურ საქველმოქმედო მარათონში – „Wings for Life მსოფლიო რბენა 2018“, რომელიც ტრადიციულად კახეთში გაიმართა, საქართველოში მამაკაცებს შორის საუკეთესო შედეგი ალექსანდრ ჩებურკინმა აჩვენა. მან 74.69 კმ გაირბინა. ქალებს შორის კი ნინა ზარინამ 47.45 კილომეტრი დაფარა და პირველი ადგილი მოიპოვა.

ეტლით მორბენალთა შორის გამარჯვებულები ირმა ზვერიაშვილი და მერაბ დუკაშვილი გახდნენ.

საქველმოქმედო მარათონი Wings for Life მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ მეხუთედ გაიმართა. Wings for Life-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, რბენაში მონაწილეობა 3 253-მა ადამიანმა მიიღო. მსოფლიო რბენის გამარჯვებულები თავად აირჩევენ 2019 წელს მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ ოთხკვირიან კურსს. წელს მარათონის გლობალური გამარჯვებული ქალი პორტუგალიელი ვერა ნუნესი გახდა, რომელმაც გერმანიაში, მიუნხენში გამართულ რბენაში მიიღო მონაწილეობა და 53.78 კმ გაირბინა. მამაკაცებს შორის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონია, მან ეტლით 89.85 კმ დაფარა.

Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ, მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტიდან 30 წუთის შემდეგ იწყებს მოძრაობას და 15კმ/სთ მოძრაობს. მისი გასწრება, რბენიდან გამოთიშვას ნიშნავს. საბოლოოდ კი იმარჯვებს ის, ვისაც ბოლოს დაიჭერს აღნიშნული მანქანა. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია. შეგროვილი თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

საქველმოქმედო მარათონი წელს საქართველოში კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. 2017 წელს „მსოფლიო რბენაში“ საქართველოში მამაკაცთა შორის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა (35,43 კმ), ქალებიდან კი პირველი ადგილი ნინო მიქაძემ მოიპოვა. მან 29,23 კილომეტრი გაირბინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]