weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ წიგნი გამოიცა

18:34 სამშაბათი, 08 მაისი 2018

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

წიგნი სპორტსმენის დედის, დოდო ხარაზიშვილის ავტორობით ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა და 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს.

ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს საგანგებოდ ესტუმრნენ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენტდი და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კრისტონ შვეიგერი.

ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში დაიბადა. საციგაო სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა. ვარჯიში 2001 წელს, 13 წლის ასაკში დაიწყო. იყო ბევრი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე, არაერთხელ მიაღწია წარმატებას. ახალგაზრდა სპორტსმენი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში, საკვალიფიკაციო დაშვებისას, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.

მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]