weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასი მეტოქე გუნდის კაპიტანთან ერთად აღმართა

10:40 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

2017-2018 წლების საფრანგეთის თასის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში მესამე დივიზიონის გუნდი (მე-13 ადგილოსანი) „ლე ერბიე” დაამარცხა და საფრანგეთის თასს ისტორიაში მე-12-ედ დაეუფლა.

ფინალურ შეხვედრაში სასწაული არ მოხდა - უნაი ემერის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა: 26-ე წუთზე არგენტინელმა ჯოვანი ლო სელსომ გახსნა ანგარიში, ხოლო 74-ე წუთზე ურუგვაელმა ბომბარდირმა ედინსონ კავანიმ პენალტით სხვაობა გააორა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საფრანგეთის წლევანდელი თასის ფინალში კი გამოსარჩევი ის გახლდათ, რომ პარიზული კლუბის ბრაზილიელმა კაპიტანმა ტიაგო სილვამ თასი „ლე ერბიეს“ კაპიტან სებასტიან ფლოშონთან ერთად აღმართა. აღნიშნულმა ჟესტმა და მომენტმა „სტად დე ფრანსზე“ უდიდესი ემოციები გამოიწვია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]