ფინალურ შეხვედრაში სასწაული არ მოხდა - უნაი ემერის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა: 26-ე წუთზე არგენტინელმა ჯოვანი ლო სელსომ გახსნა ანგარიში, ხოლო 74-ე წუთზე ურუგვაელმა ბომბარდირმა ედინსონ კავანიმ პენალტით სხვაობა გააორა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფრანგეთის წლევანდელი თასის ფინალში კი გამოსარჩევი ის გახლდათ, რომ პარიზული კლუბის ბრაზილიელმა კაპიტანმა ტიაგო სილვამ თასი „ლე ერბიეს“ კაპიტან სებასტიან ფლოშონთან ერთად აღმართა. აღნიშნულმა ჟესტმა და მომენტმა „სტად დე ფრანსზე“ უდიდესი ემოციები გამოიწვია.