weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იუვენტუსმა“ იტალიის თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

10:32 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ტურინის საფეხბურთო კლუბმა „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო ტიტული მოიგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ იტალიის თასის ფინალში „მილანი“ უშანსოდ დაამარცხა.

ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ „ბებერმა სინიორამ“ მეორე ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ „როსონერის“ და ქვეყნის თასს ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მე-13-ედ დაეუფლა „კოპა იტალიას“.

ანგარიში მაროკოელმა მცველმა მედჰი ბენატიამ 56-ე წუთზე კუთხურიდან თავით გახსნა, ხუთ წუთში დუგლას კოსტას დარტყმულს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ვერ გაუმკლავდა, კიდევ სამ წუთში კუთხურისას ბენატიამ დუბლი შეასრულა, მეოთხე გოლი კი „მილანმა“ ნიკოლა კალინიჩის ავტოგოლით კვლავ კუთხურიდან გაუშვა.

ამრიგად, „იუვენტუსს“ სამშობლოში წელსაც ოქროს დუბლის მოგება შეუძლია, საამისოდ ტურინულმა გრანდმა სერია A-ც უნდა მოიგოს, რომლის სატურნირო ცხრილსაც სათავეში უდგას, ორი ტურით ადრე კი „ნაპოლი“ მას 6 ქულის სხვაობით ჩამორჩება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]