„უარს ვამბობთ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე, რადგან ფედერაცია არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს, სწორი მიმართულებით არ მიდის. ყველაფერი ნაწილდება სხვა გუნდებზე. მაგალითად, წელს შეძენილი აღჭურვილობა რუსთავის ორ გუნდზე განაწილდა. რაც ვარსებობთ, ფედერაციას ჩვენთვის დაფინანსება არ მოუცია. ბიჭები ენთუზიაზმით ვვარჯიშობთ და გამოვდივართ შეხვედრებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ლომების“ პრეზიდენტმა ჯემალ ვასაძემ.
ფეხბურთელების პროტესტთან დაკავშირებით ფედერაციას კომენტარი არ გაუკეთებია, ამასთანავე მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წელს შეიქმნა, 2016 წელს კი საქართველო საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა. ამ დროისთვის საქართველოში ამერიკული ფეხბურთის 5 მოქმედი გუნდი იყო. წელს ამერიკულ ფეხბურთში რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს.