weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ბრაზილიელი მეკარე გინესის რეკორდსმენი გახდა

11:08 შაბათი, 12 მაისი 2018

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონ მორაესი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ედერსონმა ინგლისური საფეხბურთო გუნდის ვარჯიშზე გინესის რეკორდების რეგისტრაციის კომიტეტის წარმომადგენლების თანდასწრებით მეკარის საჯარიმოდან ბურთი 75.35 მეტრზე დაარტყა და მანამდე არსებული რეკორდი 5.5 მეტრით გააუმჯობესა.

24 წლის ბრაზილიელი გოლკიპერი „მანჩესტერ სიტიში“ წინა წელს ლისაბონის „ბენფიკადან“ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა და 16-ჯერ მოახერხა კარის „მშრალად“ შენახვა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, „სელესაოში“ იგი ალისონ ბეკერის შემდეგ მეორე მეკარედ მოიაზრება და ნაკრებში ჯერ-ჯერობით 1 მატჩი აქვს გამართული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]