weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთის მთავრობამ კალათბურთელის დაკავების ორდერი გასცა

13:05 ორშაბათი, 29 მაისი 2017

თურქეთის მთავრობამ NBA-ის კლუბ Oklahoma City Thunder-ის თურქი წევრის, ენეს ქანთერის დაკავების ორდერი გამოსცა. 25 წლის კალათბურთელს ბრალი ტერორისტული ჯგუფის წევრობაში ედება.

ენეს ქანთერი ფეთჰულა გიულენისა და მისი მოძრაობის მხარდამჭერია. მოგეხსენებათ, 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენი და მისი მხარდამჭერები დაადანაშუალა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ენეს ქანთერს ოჯახთან კომუნიკაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია. გასულ კვირას კი კალათბურთელი რუმინეთში დააკავეს. მას თურქეთის მთავრობამ პასპორტი გაუუქმა, რის გამოც ქანთერმა ერდოღანს „ამ საუკუნის ჰიტლერი“ უწოდა. სპორტსმენი ე.წ. მწვანე ბარათის დახმარებით, ლონდონის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ორშაბათს დაბრუნდა. ის გეგმავს შეერთებული შტატების მოქალაქე გახდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]