ევროპის პირველობაზე, სადაც მონაწილეობას კონტაქტური კარატეს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები იღებს, პირველ საშეჯიბრო დღეს 60კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ნოდარ ბერიძემ მოიპოვა, ხოლო 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ნუკრი ბერიძე დაეუფლა. ორივე ახალგაზრდა სპორტსმენი ნაკრებში აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციას წარმოადგენს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ეროვნული ნაკრების წევრი კიდევ 8 სპორტსმენი იცავს.