პორტუგალიელი პაულო ფონსეკას გაწვრთნილმა „შახტარმა“ ჩემპიონატის ბოლო რაუნდში ხარკოვის სტადიონზე, სადაც გუნდი აღმოსავლეთ უკრაინის პოლიტიკური მოვლენების გამო საშინაო მატჩებს მართავს, როვნოს „ვერესი“ 1:0 დაამარცხა და უახლოესი მდევარისგან, კიევის „დინამოსგან“ მიუწვდომელი გახდა. დონეცკურმა კლუბმა უკრაინის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, სულ კი მე-11-ედ მოიგო.
ხსენებულ შეხვედრაში ხოჭოლავა სათადარიგო იყო, 2017-2018 წლების უკრაინის ჩემპიონატში კი სულ 13 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა რამდენიმე დღის წინ გუნდთან ერთად უკრაინის თასიც მოიგო.