ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს გუნდი ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლევან ბაჯელიძის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ნათია წოწერიას ანგარიშზეა.
საქართველოს გოგონათა 16 წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე ჩატარებული სამი შეხვედრა მოიგო და გათამაშება 9 ქულით დაასრულა.