აღსანიშნავია, რომ საქართველომ სპორტის ამ სახეობაში მედალი მრავალი წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. აზერბაიჯანულ ტურნირამდე საქართველოს ნაკრებმა შეკრება გაბალაში გაიარა.
ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდებში, სადაც ჩემპიონი ლევან ჩინჩალაძე 102 ქულით გახდა, მეორეზე კი ლევან კაპანაძე გავიდა 98 ქულით.
უფროსებში კი ვერცხლის მედალს ლადო ნარჩემაშვილი (118 ქულა) დაეუფლა.
ჰეიდარ ალიევის სახელობის ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 70-მდე თოფით მსროლელი მონაწილეობდა.