ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას (6:5) და მასპინძელ ბულგარეთს (15:4) სძლიეს, ჰოლანდიას კი დაუზავდნენ (7:7). შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიის მსგავსად 7 ქულა მოაგროვა და ბურთების უარესი სხვაობით მე-2 ადგილზე გავიდა, გერმანია მე-3 იყო, ბულგარეთი კი – მე-4.
A ჯგუფი (ბურგასი, ბულგარეთი)
ჰოლანდია – ბულგარეთი 18:4
საქართველო – გერმანია 6:5
წულუკიანი (4), ჭეიშვილი (1), შუშიაშვილი (1).
გერმანია – ბულგარეთი 26:2
საქართველო – ჰოლანდია 7:7
ადეიშვილი (2), შუშიაშვილი (2), ხოხაშვილი (1), ჭეიშვილი (1).
ჰოლანდია – გერმანია 5:4
საქართველო – ბულგარეთი 15:4
საქართველო: შუშიაშვილი (5), ადეიშვილი (4), ქათამაძე (3), წულუკიანი (1), კუჭუაშვილი (1), ჭეიშვილი (1).
ევროპირველობის ფინალური ეტაპი 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარდება.