weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„პარი სენ-ჟერმენს“ თომას ტუხელი გაწვრთნის

10:35 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო ორი წლის მანძილზე თომას ტუხელი გაწვრთნის. ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა პარიზული საფეხბურთო კლუბის თავკაცის პოსტზე ესპანელი უნაი ემერი შეცვალა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ყატარელი პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის თქმით, ტუხელი ამ მომენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ევროპელი მწვრთნელია.

44 წლის თომას ტუხელი, რომლის სახელსაც მცირე ხნის წინ „ბაიერნსა“ და ლონდონის „არსენალსაც“ უკავშირებდნენ, აქამდე „მაინცსა“ (2009-2014 წლებში) და დორტმუნდის „ბორუსიას“ (2015-2017 წლებში) წვრთნიდა. 2017 წელს ვესტფალიურ კლუბთან ერთად გერმანიის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]