weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტოჩინოშინს მაისის სუპერტურნირზე სამი ორთაბრძოლიდან სამი მოგება აქვს

11:04 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც მაისის სუპერტურნირზე ოძეკის ტიტულის მისაღებად იბრძვის, ნაცუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორისაა.

ტოკიოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ქართველი სუმოისტი მესამე შეხვედრაში დასავლეთის პირველ მაეგაშირა ტამავაშის გაეჯიბრა და წარმატებას მიაღწია.

ამ მომენტისთვის ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს იოკოზუნებთან – ჰაკუჰოსა და კაკურიუსთან, ასევე დასავლეთის სეკივაკე იჩინოჯოსთან ერთად ლიდერობს.

სამწუხაროდ, წარუმატებელი სტარტი აქვს გაგამარუს სახელით ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც ნაცუ ბაშოზე რანგით დაბალ ძურიოს მე-2 ნომრის სტატუსით ირჯება. ქართველმა გოლიათმა ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]