weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

„ბარსელონას“ ერნესტო ვალვერდე გაწვრთნის

09:43 სამშაბათი, 30 მაისი 2017 hits 1873

კატალონიის „ბარსელონა“ ერნესტო ვალვერდეს ჩააბარეს. ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკეს შეცვლის, რომელმაც კლუბი სამწლიანი მუშაობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გასული წლებისთვის ლუის ენრიკეს. მისთვის ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება. რაც შეეხება ვალვერდეს, იგი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. მისი სათამაშო სტილი კი „ბარსელონას“ იდენტურია და შეეფერება“, - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ.

ვალვერდემ „ბარსასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას ოფიციალურად ხუთშაბათს, 1 ივნისს წარადგენენ.

ფეხბურთელობისას ერნესტო ვალვერდე 1988-1990 წლებში სწორედ „ბარსელონაში“ თამაშობდა და ესპანეთის სამეფო თასი და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, იგი მან ბილბაოს „ათლეტიკში“ დაიწყო, სადაც თამაშობდა კიდეც 1990-1996 წლებში. ბასკური კლუბის შემდეგ იგი წვრთნიდა „ესპანიოლს“, „ვილიარრეალს“, პირეოსის „ოლიმპიაკოსსა“ და „ვალენსიას“, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კი - კვლავ ბილბაოს „ათლეტიკს“, სადაც ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]