weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ათ წონით კატეგორიაში 7 მედალი მოიპოვეს

13:49 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პირველ დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბაგრატ გაგნიძე (71 კგ) ავიდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ჭოლაძემ (51 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (60 კგ) დაისაკუთრეს.

მეორე დღეს ახალგაზრდა ქართველმა ფალავნებმა აქტივს კიდევ 4 მედალი შემატეს. დავით აბდალაძემ ფინალური ორთაბრძოლა უკრაინელ ვლადისლავ ოსტაპენკოსთან 0:7 წააგო და ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი დაისაკუთრეს გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (80 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (110 კგ). გეგელაშვილმა მე-3 ადგილისთვის შერკინებაში ბელარუსი ილია რაგოზოვი 8:4 დაამარცხა, ნებუნიშვილმა თურქ სულეიმან დურს 7:0 სძლია, ხოლო მანაშვილმა უკრაინელი ვასილ სოვა სუფთად დაამარცხა.

კვარცხლბეკზე ასვლა შეეძლო ლუკა ნარიმანიძესაც (65 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სომეხ ნარეკ არუთუნიანთან 4:0 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ 15 უპასუხო ქულა გაუშვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 140 ქულა მოაგროვა და მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ რუსეთს (188) ჩამორჩა, მესამეზე კი თურქეთი გავიდა 135 ქულით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]