სუმოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ტოჩინოშინმა მაკუუჩი დივიზიონის მეექვსე ორთაბრძოლა კლასის ხარჯზე და გამართლებით მოიგო - სეკივაკეს წოდების მქონე ლევანმა დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე იუტაკაიამა ჭიდილის შემდეგ დაიქნია და მეტოქეც დოჰიოდან გადავარდა.
ხვალ ნაცუ ბაშოზე მე-7 დღის შეხვედრაში ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბის წოდების (მეოთხე რანგი) მქონე მეტოქე ენდო იქნება, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე თანაბარი ბალანსი (3 მოგება, 3 მარცხი) აქვს. პირად შეხვედრებში მასსა და ტოჩინოშინს შორის ანგარიში 3:3 გახლავთ.