weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველი სუმოისტები საზაფხულო სუპერტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ

12:40 სამშაბათი, 30 მაისი 2017

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული საზაფხულო სუპერტურნირი ნაცუ ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებული გამოდგა - ლევან გორგაძემ და გაგამარუმ თავიანთ დივიზიონებში გამოსვლა მე-2 ადგილებზე დაასრულეს.

ნაცუ ბაშოზე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობა რიგით 69-ე დიდი ჩემპიონის, ჰაკუჰოს გამარჯვებით დასრულდა. „თეთრი ფენიქსის“ მეტსახელის მქონე 32 წლის მონღოლმა იოკოზუნამ სუპერტურნირზე 15-ვე ორთაბრძოლა მოიგო და „იმპერატორის თასს“ დაეუფლა. ჰაკუჰოს შემდეგ მეორე ადგილზე ოზეკი (მე-2 რანგი) ტერუნოფუჯი და აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გავიდნენ, რომელთაც 12-12 მოგება ჰქონდათ.

რანგით დაბალ დივიზიონ ძურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ 15 ორთაბრძოლიდან 9 მოიგო და 6 წააგო, დივიზიონი კი იაპონელმა ნიშიკიგიმ მოიგო, რომლის მოგება-წაგების ბალანსიც ასეთია - 10:5.

მიმდინარე წლის რიგით მე-4 სუპერტურნირი 9-23 ივლისს ქალაქ ნაგოიაში ჩატარდება, სუმოს ასოციაციის განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) კი 26 ივნისს გამოქვეყნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]