weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სებასტიან ფეტელმა მონაკოში „ფერარის“ გუნდს ნანატრი გამარჯვება მოუტანა

12:43 სამშაბათი, 30 მაისი 2017

მონაკოს 75-ე დიდი პრიზი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს ოთხგზის გერმანელმა ჩემპიონმა „ფერარის“ ნანატრი გამარჯვება მოუპოვა - იტალიური გუნდის პილოტს მონაკოს რბოლა 2001 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. აღსანიშნავია, რომ მაშინ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ასევე გერმანელმა პილოტმა, მიხაელ შუმახერმა დაიკავა.

ფეტელისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 45-ე გამარჯვებაა, მიმდინარე სეზონის პირველი ექვსი რბოლიდან კი უკვე მესამე მოიგო და ბრიტანელ ლუის ჰამილტონთან, რომელიც მონაკოში ფინიშთან მხოლოდ მეშვიდე მივიდა, უპირატესობა 25 ქულამდე გაზარდა. ფეტელმა ფინიშთან სამი წამით მიასწრო ფინელ თანაგუნდელ კიმი რაიკონენს, რომელიც დაჯილდოების ცერემონიისას განაწყენებული იყო და ინტერვიუს დროსაც სიტყვაძუნწი იყო, რისი მიზეზიც მარტივია: ბოლო ცხრა სეზონში პირველად იდგა პოულზე და 2013 წლის შემდეგ პირველი გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ პიტ სტოპების სტრატეგიამ წააგებინა.

მესამე ადგილი დანიელ რიკარდომ დაიკავა, რომელმაც ასევე გვიანი (39-ე წრეზე) პიტ სტოპით ისარგებლა და ვალტერი ბოტასი და მაქს ფერსტაპენი ჩამოიტოვა. სხვათა შორის, მონაკოს შარშანდელი რბოლის შემდეგ, კვარცხლბეკზე უხასიათოდ რიკარდო იდგა, რომელმაც მაშინ უვარგისად შესრულებული პიტ სტოპის გამო დაკარგა გამარჯვება.

მონაკოს დიდი პრიზი

მონაკო, დისტანცია 280.286 კმ (3.337 კმ, 78 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 1:44:44.340
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) +00:03.145
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 00:03.745
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 00:05.517
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 00:06.199
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 00:12.038
  7. ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 00:15.801
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 00:18.150
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 00:19.445
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 00:21.443
  11. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, „რენო“) 00:22.737
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 00:23.725
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 00:39.089
  14. დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 7 წრე
  15. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 7 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 12 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 15 წრე

ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, „მაკლარენი“) 21 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 21 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 63 წრე

უსწრაფესი წრე:

სერხიო პერესი - 1:14.820, 76-ე წრე

2017 წლის პილოტთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 129
  2. ლუის ჰამილტონი - 104
  3. ვალტერი ბოტასი - 75
  4. კიმი რაიკონენი - 67
  5. დანიელ რიკარდო - 52
  6. მაქს ფერსტაპენი - 45
  7. სერხიო პერესი - 34
  8. კარლოს საინსი - 25
  9. ფელიპე მასა - 20
  10. ესტებან ოკონი - 19
  11. ნიკო ჰულკენბერგი - 14
  12. რომენ გროჟანი - 9
  13. კევინ მაგნუსენი - 5
  14. პასკალ ვერლაინი - 4
  15. დანილ კვიატი - 4

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის კლასიფიკაცია:

  1. ფერარი - 196
  2. მერსედესი - 179
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 97
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 53
  5. ტორო როსო-რენო - 29
  6. უილიამს-მერსედესი - 20
  7. რენო - 14
  8. ჰაას-ფერარი - 14
  9. ზაუბერ-ფერარი - 4
  10. მაკლარენ-ჰონდა - 0

წყარო: World Sport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]