როგორც იცით, პირველ შეხვედრაში ქართველმა მცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, უტრეხტში სტუმრად გამართული საპასუხო მატჩიც „ვიტესის“ გამარჯვებით (2:1) დასრულდა და არნემული კლუბი ევროპა ლიგის მომდევნო გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
რაც შეეხება ჰოლანდიური კლუბის რეკორდსმენ კაშიას, შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა „ვიტესი“ რვაწლიანი ასპარეზობის შემდეგ ამ ზაფხულს დატოვოს.