შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ესპანელმა იოლად მოიგო და თითქოს ზვერევი უშანსოდ გამოიყურებოდა, თუმცა მეორე პარტიაში გერმანელმა საოცარად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტში ზვერევმა აქტიურად დაიწყო და ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, რა დროსაც რომში წვიმა წამოვიდა და თამაში დაახლოებით ერთი საათით გადაიდო. შესვენება უკეთ ნადალმა გამოიყენა და ზედიზედ 4 გეიმი მოიგო.
რაფა ნადალმა ამ გამარჯვებით 935 385 ევრო გამოიმუშავა, ზვერევმა კი ფინალში გასვლით - 458 640.
ნადალმა კარიერაში 78-ე ტიტული მოიპოვა, რითაც ჯონ მაკინროის გადაასწრო. ამ მაჩვენებლით ესპანელი სამ ჩოგბურთელს ჩამორჩება: ივან ლენდლი 94 ტიტული, როჯერ ფედერერი (97), ჯიმი კონორსი (109).