სეკივაკეს წოდების (მე-3 რანგი) მქონე ტოჩინოშინმა, რომელსაც უკვე განაღდებული აქვს დადებითი ბალანსი (კაჩი კოში), ტოკიოში მე-9 ორთაბრძოლა დაიეშოსთან გამართა და დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე მეტოქე ჰაერში აწევით მარტივად გადაიყვანა დოჰიოდან.
ცხრა ორთაბრძოლიდან ცხრა მოგების მქონე ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას (მე-2 რანგი) მიუახლოვდა და რაც მთავარია, კარიერაში მე-2 იმპერატორის თასის მოსაგებად წინ დამაჯერებლად მიიწევს.