weather cur horoscope tv
ნოემბერი 06, 2024

ქართული ბენეფისი ესპანეთში: პაპუნაშვილის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი [Video]

11:05 ორშაბათი, 21 მაისი 2018

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი პაპუნაშვილმა შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. „სარაგოსას“ ქართველმა შემტევმა „ალბასეტესთან“ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

პაპუნაშვილმა მე-11 წუთზე ანგარიში მარცხენა ფეხით მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა. 28-ე წუთზე უკვე კარგი გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეაგდო, 42-ე წუთზე კაპიტანი ალბერტო საპატერი მახვილგონივრული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა და გამოცდილმა ნახევარმცველმა ქართველს გარჯა დაუფასა, 56-ე წუთზე კი „პაპუმ“ მესამედ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. გიორგი პაპუნაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს.

22 წლის გიორგი პაპუნაშვილს მიმდინარე სეზონში გამართულ 28 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა (7 სეგუნდა დივიზიონში, 1 კი - სამეფო თასზე). „სარაგოსა“ ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის: არაგონელებს 65 ქულით მეოთხე პოზიცია უკავიათ და სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. თუ პაპუნაშვილის გუნდი ექვსეულში დარჩება, ესპანეთის ჩემპიონატში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]