weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

11:13 სამშაბათი, 22 მაისი 2018

უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე კანოეს მსოფლიო თასის გათამაშებაში, კაცებს შორის 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში წარმატებით იასპარეზა ზაზა ნადირაძემ, რომელმაც შესარჩევ გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა, ფინალურ ეტაპზე კი დისტანცია 38.50 წამში დაფარა, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

პირველ ადგილზე ლიტველი ვადიმ კორობოვი გავიდა (38.42), რომელმაც ნადირაძეს 0.08 წამით აჯობა. მესამე პოზიცია კი კიდევ ერთმა ლიტველმა, ჰენრიკას ჟუსტაუტასმა (38.73) დაიკავა, რომელიც ზაზას 0.23 წამით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე, რიო დე ჟანეიროსს ოლიმპიური თამაშების ფინალისტ ზაზა ნადირაძესთან ერთად კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, მურნამ მალანიამ მიიღო მონაწილეობა. მალანიამ ფინალურ ეტაპზე მე-8 ადგილი დაიკავა, რაც 19 წლის სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი შედეგია. მალანიამ დისტანციის დაფარვა 40,56 წამში მოახერხა და ფინალურ გაცურვაში მხოლოდ კორეელ კიმ გიუმეიონს გაუსწრო.

200 მ დისტანციაზე გამართულ ფინალურ გაცურვაში სულ 9 სპორტსმენი მონაწილეობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]