შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მსაჯის გადაწყვეტილებებმა გაარკვია: გაძევება, ორი არდანიშნული თერთმეტმეტრიანი, არჩათვლილი გოლი და სხვა. „დიდუბემ“ ანგარიში საწყის წუთებში გახსნა, შემდეგ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა იყო არასწორი მსაჯობა და ბევრი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, რამაც საბოლოო შედეგზე მოახდინა გავლენა. „დიდუბემ“ კი მეორე გოლი მატჩის მიწურულს, კომპენსირებულ დროში გაიტანა.
მარცხის მიუხედავად, „ალაზანმა“ ცხრაგუნდიან გათამაშების ცხრილში ლიდერობა 15 ქულით შეინარჩუნა, თუმცა „დიდუბე“ მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო შეხვედრას „ალაზანი“ 30 მაისს საკუთარ მოედანზე „ცხინვალის“ დუბლებთან გამართავს.