უნაი ემერი „პარი სენ-ჟერმენშიც“ ორი სეზონი მუშაობდა და პარიზულ კლუბთან ერთად ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ საფრანგეთის თასი, ორჯერ საფრანგეთის ლიგის თასი და ორჯერ საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო. აქვე შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ იგი თომას ტუხელმა შეცვალა.
მანამდე უნაი ემერი „სევილიას“ წვრთნიდა, სადაც UEFA-ს ევროპა ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო 2014, 2015 და 2016 წლებში. 2014 წელს იგი ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
რაც შეეხება არსენ ვენგერს, შეგახსენებთ, რომ ფრანგი მწვრთნელი „არსენალს“ 1996 წლიდან ედგა სათავეში და ლონდონურ კლუბთან ერთად სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი (1998, 2002 და 2004 წლებში), შვიდჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და შვიდჯერ ინგლისის სუპერ თასი (Community Shield) მოიგო, თითოჯერ კი UEFA-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ათამაშა გუნდი.