ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოები 23 ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცა.
სახელმწიფო ჯილდო გადაეცა: ალექსანდრე ანპილოგოვს – ოლიმპიურ ჩემპიონს ხელბურთში; გიორგი ასანიძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში; ვახტანგ ბლაგიძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; დავით გობეჯიშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში; ვლადიმერ გოგოლაძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს სპორტულ ტანვარჯიშში; ზურაბ ზვიადაურს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში; ლევან თედიაშვილს – ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში; ვაჟა კაჭარავას – ოლიმპიურ ჩემპიონს ფრენბურთში; გელა კეტაშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს ფეხბურთში; კახი კახიაშვილს – სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში; მანუჩარ კვირკველიას – ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; ქეთევან ლოსაბერიძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს მშვილდოსნობაში; რევაზ მინდორაშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში; რომან რურუას – ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; ნინო სალუქვაძეს -ოლიმპიურ ჩემპიონს ტყვიის სროლაში; ვიქტორ სანეევს – სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მძლეოსნობაში; რობერტ შავლაყაძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს მძლეოსნობაში; ლაშა შავდათუაშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში; რაფაელ ჩიმიშკიანს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში; ირაკლი ცირეკიძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში; ლერი ხაბელოვს – ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში; შოთა ხაბარელს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში; დავით ხახალეიშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში.