ტოჩინოშინმა მონღოლ მეტოქესთან, რომელსაც სუმოს ისტორიაში იმპერატორის თასი ყველაზე მეტჯერ, 40-ჯერ აქვს აღებული, ურთულესი ორთაბრძოლა გამართა და ხანგრძლივი დაჭიდების შემდეგ იგი დოჰიოდან გადაიყვანა.
ტოჩინოშინი ისტორიული გამარჯვების წყალობით უდანაკარგო სვლას აგრძელებს: ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე 12 ორთაბრძოლიდან 12 გამარჯვება მხოლოდ მას აქვს. სეკივაკეს წოდების მქონე ქართველი სუმოისტი, რომელსაც ამ ტურნირის შემდეგ რანგში დააწინაურებენ, ძალიან ახლოსაა იმპერატორის თასის მეორედ მოპოვებასთან.