weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„მილანს“ ევროპა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება

11:55 პარასკევი, 25 მაისი 2018

იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“ შესაძლოა ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნას. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „როსონერის“ სანქციები ე.წ. ფინანსური ფეირ-პლეის წესის დარღვევისთვის ემუქრება.

UEFA-ს ფინანსური კონტროლის სამსახურმა უარყო „მილანის“ ხელმძღვანელთა წარდგენილი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები.

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად გაურკვეველია სესხებისა და გადასახადების ბედი, რომელიც „მილანმა“ 2018 წლის ოქტომბერში უნდა დაფაროს. ეს კი სერიოზულ ეჭვს იწვევს კლუბის გრძელვადიანი გეგმების საიმეედოობის შესახებ. შესაბამისად, ერთ დროს სახელოვანი კლუბი UEFA-მ შესაძლოა სერიოზულად დააჯარიმოს - სატრანსფერო ბანი დაადოს და ამასთან ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოხსნას, რომელშიც წესით მონაწილეობა მომავალ სეზონში უნდა მიიღოს.

„მილანს“ 380 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აქვს დასაფარი, რომელიც ამერიკული ფონდის Elliot Management-ის მიერ იქნა გაცემული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]