მე-13 ტურის მატჩში თელაველთა მხრიდან ერთმანეთზე ულამაზესი გოლები გივი იოსელიანმა, გიორგი ხარებაშვილმა (დუბლი) და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თელავურ კლუბს ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო მთავარი თავდამსმხელი გიორგი ნიქაბაძე ეკლდა.
უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხებულმა „ვიტ ჯორჯიამ“ პირველი ადგილი დაკარგა და იგი „ნორჩ დინამოს“ დაუთმო, „თელავი“ კი თავის მხრივ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ დაძაბულ ბრძოლაში დაბრუნდა, რადგან ამ მომენტისთვის პირველადგილოსან გუნდს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი „თელავი“ მორიგ, მე-14 ტურის შეხვედრას 10 ივნისს საკუთარ მოედანზე გამართავს და ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.