weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინი იოკოზუნასთან დამარცხდა

13:42 შაბათი, 26 მაისი 2018

მაისის მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორე მარცხი მიითვალა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მე-14 ორთაბრძოლა იოკოზუნა კაკურიუსთან დათმო, რომელიც ტოჩინოშინის ძლევით ნაცუ ბაშოზე ერთპიროვნულად გალიდერდა.

ქართველი და მონღოლი პირველადგილოსანი სუმოისტები დღევანდელ შეხვედრამდე ერთნაირი ბალანსით მივიდნენ - განვლილ 13 ორთაბრძოლაში ორივეს 12 გამარჯვება და თითო მარცხი ჰქონდათ. პრინციპულ დაპირისპირებაში დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ, რომელიც ლევან გორგაძეს პირად შეხვედრებში გარჩევით სჯაბნიდა (21:2), ქართველი მეტოქე 22-ედ დაამარცხა. ტოჩინოშინი გუშინდელი მარცხის შემდეგ დღეს დოჰიოზე ხელის სერიოზული ტრავმით დადგა და კაკურიუსთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ სუკუინაგეთი (გვერდული გდება) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ორი მარცხის მიუხედავად, ლევან გორგაძეს „იმპერატორის თასის“ მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა კონკურენტებზეა დამოკიდებული. საამისოდ ტოჩინოშინმა ხვალ, უკანასკნელ ორთაბრძოლაში იკიოი უნდა დაამარცხოს და ამასთანავე მონღოლი იოკოზუნების ხვალინდელ შერკინებაში კაკურიუმ ჰაკუჰოსთან უნდა წააგოს, რის შედეგადაც ქართველსაც და ორივე ხსენებულ იოკოზუნას თანაბარი ბალანსი (13:2) ექნებათ, „იმპერატორის თასის“ მოაპოვებლად კი მათ შორის დამატებითი ბრძოლა გაგრძელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]