weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინმა მაისის სუპერტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა

23:08 კვირა, 27 მაისი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მაისის 15-დღიანი სუპერტურნირი ნაცუ ბაშო გამარჯვებითა და თერთმეტქულიანი დადებითი ბალანსით (13:2) დააგვირგვინა, მაგრამ „იმპერატორის თასის“ მოსაპოვებლად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა. ტოჩინოშინს ტურნირზე მეორე ადგილი ერგო.

ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში ბოლო ორთაბრძოლისას ქართველმა სუმოისტმა მეხუთე მაეგაშირა იკიოის წინააღმდეგ მარჯვენა ხელის საკმაოდ მძიმე ტრავმით იჭიდავა, მაგრამ მეტოქეს მაინც აჯობა. ლევან გორგაძე საბოლოოდ 1 ქულით ჩამორჩა მონღოლ იოკოზუნა კაკურიუს, რომელმაც ბოლო შერკინებისას კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს ძლევით მეთოთხმეტე ქულა აიღო. არადა იოკოზუნების ჯახი ჰაკუჰოს რომ მოეგო, ჩემპიონის გამოსავლენად ტოჩინოშინსა და კაკურიუს შორის დამატებითი ბრძოლა დაინიშნებოდა.

ამრიგად, ტოკიოში გამართულ ბაშოზე „იმპერატორის თასი“ კაკურიუმ შემართა. მონღოლი იოკოზუნასთვის იგი რიგით მე-5 გამარჯვებაა.

ქართველმა სუმოისტმა მაისის სუპერტურნირზე ორი ჯილდო მაინც მიიღო: გინოშო - ტექნიკურად ჭიდაობისთვის და კანტოშო - მებრძოლი სულის გამოვლენისთვის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ლევან გორგაძემ გაინაღდა სუმოს იერარქიის მეორე საფეხური - ოძეკის წოდება.

აქვე გეტყვით, რომ რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში გაგამარუს სახელით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა მაისის ბაშო 4 მოგებითა და 11 წაგებით დაასრულა და მომდევნო სუპერტურნირს შედარებით დაბალი წოდებით ჩაატარებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]