weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი განახორციელა

11:57 სამშაბათი, 29 მაისი 2018

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა „ლივერპულმა“ „მონაკოდან“ ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბინიო შეიძინა. 24 წლის შუახაზელმა ინგლისურ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „მონაკო“ ფაბინიოს გაშვების სანაცვლოდ 50 მილიონთან ერთად ბონუსებსაც მიიღებდა.

ფაბინიო, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, „მონაკოს“ ღირსებას  2013-2018 წლებში იცავდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფეხბურთელი მანამდე პორტუგალიური „რიო ავედან“ მადრიდის „რეალში“ იყო განათხოვრებული და დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]