ეგვიპტეში სერხიო რამოსის დიისკვალიფიკაციის მოთხოვნით 500 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვდა.
რაც შეეხება ბასემ ვაჰბას, ადვოკატს მიაჩნია, რომ რამოსმა განზრახ უხეშობით ეგვიპტის ნაკრების ლიდერს განგებ მიაყენა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა. ვაჰბას აზრით, ფსიქოლოგიური ზიანი ასევე მიადგა მთლიან ქვეყანას, რომელსაც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ მოჰამედ სალაჰის ეიმედებოდა.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსთან შეჯახების შედეგად სალაჰმა მხრის ტრავმა მიიღო და ფინალური მატჩი ვეღარ გააგრძელა. გარდა ამისა, რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.