weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ალაზანმა“ მორიგი გამარჯვებით პირველი ადგილი შეინარჩუნა

21:27 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

ღია ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა გურჯაანის „ალაზანმა“ მე-7 ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ცხინვალის“ დუბლშემადგენლობასთან გამართა და უშუალო კონკურენტი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

თანაბარი ძალების მქონე გუნდების მატჩის პირველი ტაიმი „ცხინვალმა“ მოიგო - „ალაზანის“ ყოფილი ფეხბურთელის, ზურა ლაკოევის გატანილი გოლი თამაშგარეს ჰგავდა, თუმცა რეალურად გურჯაანელთა დაცვა ჩავარდა.

მეორე ნახევარში „ალაზანმა“ საგრძნობლად მოუმატა და შედეგმაც არ დააყოვნა: გუნდის მთავარმეგოლე თორნიკე დანაჭრელიშვილმა ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გოლკიპერი მოატყუა და დუბლის შესრულება აღარ გასჭირვებია - 2:1

აღნიშნული გამარჯვების წყალობით „ალაზანი“ ცხრაგუნდიან გათამაშებაში პირველ ადგილზე დარჩა - გუნდს 7 მატჩის თავზე 18 ქულა (6 მოგება და 1 წაგება) აქვს.

მორიგი ტურის მატჩს გურჯაანის გუნდი 12 ივნისს სტუმრად გამართავს, რის შემდეგაც ღია ლიგის პირველი წრე დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]