თანაბარი ძალების მქონე გუნდების მატჩის პირველი ტაიმი „ცხინვალმა“ მოიგო - „ალაზანის“ ყოფილი ფეხბურთელის, ზურა ლაკოევის გატანილი გოლი თამაშგარეს ჰგავდა, თუმცა რეალურად გურჯაანელთა დაცვა ჩავარდა.
მეორე ნახევარში „ალაზანმა“ საგრძნობლად მოუმატა და შედეგმაც არ დააყოვნა: გუნდის მთავარმეგოლე თორნიკე დანაჭრელიშვილმა ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გოლკიპერი მოატყუა და დუბლის შესრულება აღარ გასჭირვებია - 2:1
აღნიშნული გამარჯვების წყალობით „ალაზანი“ ცხრაგუნდიან გათამაშებაში პირველ ადგილზე დარჩა - გუნდს 7 მატჩის თავზე 18 ქულა (6 მოგება და 1 წაგება) აქვს.
მორიგი ტურის მატჩს გურჯაანის გუნდი 12 ივნისს სტუმრად გამართავს, რის შემდეგაც ღია ლიგის პირველი წრე დასრულდება.