weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი ლორია საკუთარ კლუბს დაუბრუნდა

15:05 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მეკარე გიორგი ლორია რუსეთის პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ სამარის „კრილია სოვეტოვს“ უბრუნდება. ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ტიხონოვმა დაადასტურა.

„კრილია სოვეტოვს“ გიორგი ლორია გასულ სეზონში მაჰაჩყალის „ანჟიში“ ჰყავდა იჯარით განათხოვრებული, რის შემდეგაც ავტომატურად დაუბრუნდა სამარის კლუბს.

„ანჟი“ წელს რუსეთის ჩემპიონატს დაემშვიდობა, ხოლო „კრილია სოვეტოვი“ 1 წლის შემდეგ პრემიერ ლიგაში აღზევდა.

ქართველი გოლკიპერი „კრილია სოვეტოვის“ წევრი 2015 წლიდანაა, მანამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (2005-2014) და ჰერაკლიონის „ო.ფ.ი. კრეტაში“ (2014-2015) თამაშობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]