თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჩვენი გუნდი 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ „ბორჯღალოსნების“ დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 11:10, სანდრო თოდუამ კი საპასუხოდ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.
ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.
თამაშის დასრულების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ ოკეანეთის ტურნეში წყნარი ოკეანის თასზე, ფიჯიზე გაემგზავრნენ, სადაც ტონგას (9 ივნისი) და ფიჯის (16 ივნისი) ნაკრებებს შეერკინებიან. ტურნეს ბოლო მატჩში „ბორჯღალოსნები“ იაპონიას (23 ივნისი) იმ სტადიონზე ეთამაშებიან, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს ვეთამაშებით.