ზიდანის თქმით, ამ დროს წასვლა მისთვის, გუნდისა და კლუბისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო და მიაჩნია, რომ „რეალში“ ცვლილებების დროა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად წავა ზინედინ ზიდანი, ასევე უცნობია, თუ ვინ შეცვლის ზიდანს მადრიდის „სამეფო კლუბის“ მესაჭის პოსტზე, თუმცა უკვე სახელდება სავარაუდო კანდიდატები, ესენი არიან: სანტიაგო სოლარი, გუტი, მიჩელი, ხოსე მიგელი, არსენ ვენგერი, ანტონიო კონტე, მაურისიო პოჩეტინო და ლორან ბლანი.
რაც შეეხება ზიდანს, მან „რეალი“ 2015-2016 წლების შუა სეზონში, რაფაელ ბენიტესის ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა და სამ სეზონში გუნდთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერ თასი და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.