weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კაცნაკლულმა „ჯვაროსნებმა“ მალტის ნაკრები დაამარცხეს

12:02 შაბათი, 02 ივნისი 2018

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ შვაცში გამართული ამხანაგური მატჩი მალტის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნები“ მეორე ტაიმიდან 10 ფეხბურთელით დარჩნენ მოედანზე და შემდეგ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, რაც არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გავიდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად გურამ კაშიამ აქცია.

როგორც უკვე ვახსენეთ, ვლადიმირ ვაისისი გუნდი 53-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო ვაკო გვილია გააძევეს.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი 5 ივნისს ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]