ურუგვაელთა გუნდის მთავარი კოზირი თავდასხმაა, კერძოდ კი ლუის სუარესისა და ედინსონ კავანის დუეტი. წინა ხაზში ასევე არიან მაქსი გომესი და კრისტიან სტუანი, რომლებმაც ესპანეთის ჩემპიონატში განვლილი სეზონი კარგად ჩაატარეს.
ტაბარესის გუნდში, სხვა სათამაშო რგოლებშიც ის ვეტერანი მოთამაშეები არიან, რომლებსაც რამდენიმე დიდ სანაკრებო ტურნირზე უთამაშიათ.
შედარებით ახალი სახეები ნახევარდაცვაშია. 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ ნაკრების ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ალვარო გონსალესი (ნასიონალი), ნიკოლას ლოდეირო (სიეტლ საუნდერსი), გასტონ რამირესი (სამპდორია), აბელ ერნანდესი (ჰალ სიტი) და დიეგო როლანი (მალაგა).
ურუგვაელთა სარუსეთე შემადგენლობა, სადაც მხოლოდ ორი ფეხბურთელია შიდა ჩემპიონატიდან, ასე გამოიყურება:
მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი), მარტინ სილვა (ვასკო და გამა), მარტინ კამპანია (ინდეპენდიენტე).
მცველები: დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი (ორივე - მადრიდის ატლეტიკო), მაქსი პერეირა (პორტო), მარტინ კასერესი (ლაციო), სებასტიან კოატესი (ლისაბონის სპორტინგი), გასტონ სილვა (ინდეპენდიენტე), გილერმო ვარელა (პენიაროლი).
ნახევარმცველები: კარლოს სანჩესი, ხონატან ურეტავისკაია (ორივე - მონტერეი), მატიას ვესინო (მილანის ინტერი), როდრიგო ბენტანკური (იუვენტუსი), დიეგო ლაქსალტი (ჯენოა), ლუკას ტორეირა (სამპდორია), ჯორჯიან დე არასკაეტა (კრუზეირო), ნაიტან ნანდესი (ბოკა ხუნიორსი), კრისტიან როდრიგესი (პენიაროლი).
თავდამსხმელები: ედინსონ კავანი (პარი სენ-ჟერმენი), ლუის სუარესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა), მაქსი გომესი (სელტა).
მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში მყოფი ურუგვაი 15 ივნისს პირველი ტურის მატჩს ეგვიპტესთან გამართავს, 20 ივნისს საუდის არაბეთს დაუპირისპირდება, 25 ივნისს კი - მასპინძელ რუსეთის ნაკრებს. მანამდე „სელესტე“ 7 ივნისს დედაქალაქ მონტევიდეოში, ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს შეხვდება.