weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუპერფინალის მეორე მატჩში ზაზა ფაჩულიამ 6 ქულა ჩააგდო

12:37 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ კლივლენდის „კავალიერზი“ 122:103 დაამარცხა და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

ოუკლენდელი „მეომრები“ მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ, კლივლენდელებმა კი მთელი შეხვედრის განამავლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხეს

კლივლენდელთა ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა წინა შეხვედრის მსგავსად 51 ქულა ვეღარ ჩააგდო, მაგრამ მაინც სოლიდური შედეგი აჩვენა: 29 ქულა, 13 პასი, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა. ყველაზე მეტი, 33 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზეა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მან სულ სამი წუთი ითამაშა და ასეთ მცირე დროში გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა, აგრეთვე 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

NBA-ის ფინალური პლეი-ოფის მესამე შეხვედრა 7 ივნისს კლივლენდში გაიმართება და თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]