weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფია შაფათავამ აფხაზ მეწყვილესთან ერთად $25-ათასიანი ტურნირი მოიგო

10:58 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში გამართული ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში, რომლის საპრიზო ფონდი $25 000 იყო. შაფათავას მეწყვილე რუსეთის სახელით მოასპარეზე 18 წლის აფხაზი ჩოგბურთელი ამინა ანშბა გახლდათ.

შაფათავა-ანშბას დუეტმა ობიდოსის ტურნირში 4 მატჩი ჩაატარეს და ოთხჯერვე გამარჯვება მოიპოვეს. პირველ რაუნდში ტაი ბრეიკზე აჯობეს ვალერია ბუნუსა და კეილი ვილფროდის დუეტს (6:3, 3:6, 11:9), ხოლო მეოთხედფინალში გაცილებით ადვილად დაამარცხეს მაჰაკ იანისა და სათვიკა სამას წყვილი – 6:4, 6:1. შაფათავამ და ანშბამ ნახევარფინალში პოლონურ-ჰოლანდიური დუეტი, კატერინა კავასა და როზალი ვან დერ ჰუკის შემადგენლობით, მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს – 3:6, 7:5, 10:6, ფინალურ შეხვედრაში კი, ასევე ტაი ბრეიკზე, რუმინელ ლაურა-ლოანა ანდრეისა და გერმანელ იულია ვახაჩიკის ტანდემს სძლიეს – 6:7, 6:0, 11:9.

ობიდოსის ტურნირის მოგების შემდეგ სოფია შაფათავამ სოციალურ ქსელში ამინა ანშბას მადლობა გადაუხადა ლამაზი კვირისთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]