აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა „ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და საკმაოდ მწირი სათამაშო დროც დაეთმო – 17 წუთი. მიუხედავად ამისა, 13 ქულით შეხვედრის თანაბომბარდირი გახდა (ანალოგიური მაჩვენებელით დაასრულეს თამაში მისმა თანაგუნდელებმა, პატრისიო გარინომ და იანის ტიმამ). გარდა ამისა, თორნიკემ 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა საკუთარ გუნდს. ქართველმა საკმაოდ კარგად ითამაშა შეტევაში: 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 ჰქონდა.
ამაზე მაღალი მაჩვენებელი არავის ჰქონია, მხოლოდ იოჰანეს ვოიტმანმა დაასრულა შეხვედრა ანალოგური მაჩვენებლით.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) თორნიკე შენგელია გახდა.
ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა 6 ივნისს, ისევ „ბასკონიას“ საშინაო დარბაზში გაიმართება.