ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, სიაში 24-ე მოთამაშე მოხვდა - იმ შემთხვევაში თუ კომპანი ტრავმას ვერ მოირჩენს, მას განაცხადში ლორან სიმანი (ლოს ანჯელესი) ჩაანაცვლებს.
ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც მართლაც განებივრებულია მაღალი კლასის ფეხბურთელებით, მთავარი დანაკლისი „რომას“ შუახაზელი რაჯა ნაინგოლანია, რომელიც რობერტო მარტინესთან პირად უთანხმოებას შეეწირა და მუნდიალზე ვერ მოხვდა. ინდონეზიური ფესვების მქონე ნახევარმცველმა ნაკრებიდან წასვლაზე განცხადება უკვე გააკეთა.
გაფართოებული შემადგენლობიდან საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ: მეკარე მაც სელსი (ნიუკასლი), მცველები - ჯორდან ლუკაკუ (ლაციო), ქრისტიან კაბასელე (უოტფორდი) და თავდამსხმელი ქრისტიან ბენტეკე (კრისტალ პალასი). ესპანელმა მწვრთნელმა ასევე უარი თქვა კევინ მირალასსა (ევერტონი) და დივოკ ორიგიზე (ლივერპული).
„წითელი ეშმაკები“, რომლებსაც ქომაგები და სპეციალისტები რუსეთში ფავორიტადაც მოაზრებენ, შემდეგი ფეხბურთელებით შეეცდებიან წარმატების მიღწევას:
მეკარეები: 1. ტიბო კურტუა (ჩელსი) 12. სიმონ მინიოლე (ლივერპული) 13. კუნ კასტეელსი (ვოლფსბურგი).
მცველები: 2. ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემ ჰოტსპური) 3. თომას ვერმაელენი (ბარსელონა) 4. ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი) 5. იან ვერტონგენი (ტოტენჰემ ჰოტსპური) 15. ტომა მენიე (პარი სან-ჟერმენი) 20. დედრიკ ბოიატა (სელტიკი).
ნახევარმცველები: 6. აქსელ ვიტსელი (ტიანძინ ცუანძიანი) 7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 8. მარუან ფელაინი (მანჩესტერ იუნაიტედი) 11. იანიკ ფერეირა კარასკო (დალიან იიფანი) 17. იური ტილემანსი (მონაკო) 18. ადნან იანუზაი (რეალ სოსიედადი) 19. მუსა დემბელე (ტოტენჰემ ჰოტპსური) 22. ნასერ შადლი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი) 23. ლეანდერ დენდონკერი (ანდერლეხტი).
თავდამსხმელები: 9. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) 10. ედენ აზარი (ჩელსი) 14. დრის მერტენსი (ნაპოლი) 16. ტორგან აზარი (მიონხენგლადბახის ბორუსია) 21. მიში ბაჩუაი (დორტმუნდის ბორუსია).
ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პანამას (18 ივნისი), ტუნისსა (23 ივნისი) და ინგლისს (28 ივნისი) დაუპირისპირდება.